
ქარი ქრის,
ქარი ქრის, მიქრიან ფოთლები... ნეტავ, სად მიქრიან? მზემ გამოიჭყიტა. ნეტავ, სად არის მზიანი ამინდი?.. ქარბუქნი რომ ჰქრიან, ჰკითხეთ: რომელი ფიფქი ჩამოვარდება შემდეგ? ეს არის ზამთარი, რომელიც ლამაზად ამოვიდა იმ რტოზე. გაზაფხულის პირველი ამდნარი თოვლის პირველი ჩამოვარდნილი ფიფქი საიდან გვეწვია? ზაფხული რომ მოვა, იმ დროს ეს გაზაფხული ტირილით დაელოდება იმ დღეს, როდესაც მოვა. დაფაზე რაიმეს რომ წერ, იგი იმ რაიმეს იმახსოვრებს და არასდროს ავიწყდება. ოხ ეს ქარბუქი, არ ეშვება ხეებს! ხეს ფოთოლი არ შეარჩინა და დამწუხრდა ნაღვლით სავსე. გააღვიძა ხემ თავისი კვირტი, არ ეშვება მას და ბედნიერი, მხიარული იზრდება, როგორც ვარდი. ფიფქს ფიფქი მოსდევს, შლიან დიდ ბადეს და ალამაზებს ზამთარი მხიარულ ბავშვებს. რა ლამაზად შრიალებენ ფოთლები, ხეებს უმშვენებენ ტოტებს, რა ძალას მალავენ ეს ნაირნაირი ფოთლები. ხეებს დაედო საბანი, ტოტებს უმძიმებს ფიფქები, ნეტავ რა არის იმ ფიფქების ამბავი, ნეტა რისთვის მოდიან დედამიწაზე, ძირს? ნეტავ რა ტანჯვას იტევს ერთი ჭიანჭველა თავისი შრომისთვის? ისე გასრესენ და მოკლავენ, რომ მისი ცხოვრების სურვილს წყალში ვყრით. ხეს მოტყდა ტოტი და დამწუხრდა, მისი მოტეხილი ტოტი კი ერთმა კაცმა წაიღო სახლში და შვილები გაახარა. მყარად დგას ვაჟკაცი მუხა, არც ერთი წელიწადის და თვის არ ეშინია, დგას მყარად და ელოდება თავის ბედისწერას. ბალახი ნამავს და წყურვილს უკლავს სევდით მოცულთ, მერე კი გადასრისავენ და გათელავენ როგორც უხილავ სიცოცხლეს. რა ლამაზია ის ერთი და ათასი ფიფქი, რომელიც დედამიწაზე მოდის და იმაზე ფიქრობს, რომ გაახაროს ბავშვები, იმაზე კი არ ფიქრობს, რომ ის დადნება. ყვავილი დნება ფუტკრის ფუსფუსით, როდესაც მასთან მივა და სთხოვს ნექტარს, რადგან მან იცის, რომ ის კარგ საქმეს აკეთებს მისთვისაც და სხვისთვისაც. თვე, რომელსაც უყვარს ვარდი, ეფერება და უწყობს ხელს წვიმითა და ნოყიერობით, იგი ვარდიც უფასებს მას. მივდივართ ჩვენ სადღაც, მაგრამ ჩვენი ნაფეხურები რჩება, მივდივართ და მივდივართ. ხე დანაღვლიანდა... წაიქცა, მერე კი დაინახა მისი ტანიდან ამომავალი კვირტი. წიგნი? წიგნი ის არის, რასაც მარტივად დაწვავ, მაგრამ მარტივად ვერ შექმნი. მე, მუხა ვდგავარ წაქცევის პირას და ვხედავ ნაჯახს, რომელიც ჩემს წუთისოფელს კლავს მარად. ჰაიკუ, ჰაიკუ, ჰაიკუ! ვფიქრობ: რა დავწერო? -ჩემი ჰაიკუ. თოვლი მოფრინავს, ნეტავ როდის დაფარავს თოვლი ჩვენთან. მენატრება ჩემი გაზაფხული, ჩემი საყვარელი თამაშები... როდის მოვა ჩემი გაზაფხული? ვფიქრობ: ახლა რაშია ჩემი ძალა, სადაა ჩემი სილამაზე? გამაფუჭეს მე, ხე, ჯოჯოხეთი გახდა ჩემი საწყალი ცხოვრება. ზამთარი მოვიდა. პირველივე დღეს დაფინა ზამთარმა თეთრი ხალიჩა. წლის თორმეტ თვე ოცდათერთმეტ დეკემბერს შემდეგ წელს ძალას მისცემენ. ვიყურები ცაში, ჩიტი დაფრინავს, ნეტავ არ ეშინია საშიში მხეცის? ჩიტი გალიაში ზის, როგორც საქართველო რუსეთის ხელში. საქართველო რამდენმა დიდმა ადამიანმა გადაარჩინა და ჩვენ როგორ ვადგებთ საწყალი ლეკვივით. ცეცხლოვან ხეს წაეკიდა ცეცხლი, სამოც წელში ერთხელ ეკიდება ცეცხლი. მიიწურა ფერადფოთლებიანი თვე, მოდის ცივი და საამური ზამთარი, იძინებს დათვი, კვდება ფოთლები. იძინებენ ფოთლები დედამიწის გულში და გვემშვიდობებიან დროებით. ისევ მოვა ხასხასა ფოთლები, ფერად-ფერადი და გულს ისევ დაგვიამებენ. ფოთლები მიქრიან ქარდაქარ... ქარი ქრის, ქარი ქრის, ნეტავ საით მიფრინავენ ოცნების გულისთვის?

